რამდენიმეთვიანი პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ, გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ სამხედრო სამსახურის ახალი გეგმა დაამტკიცა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდას ისახავს მიზნად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ახალი სამხედრო სამსახურის გეგმა მოითხოვს, რომ ყველა 18 წლის მამაკაცმა შეავსოს ფიზიკური მომზადების კითხვარი და 2027 წლიდან გაიაროს სამედიცინო შემოწმება.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როდესაც ბერლინი ევროპაში ყველაზე ძლიერი არმიის შექმნას ცდილობს.
გერმანიის უდიდესი თავდაცვითი კომპანიის, Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა BBC-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, ამ მიზნის მიღწევა ხუთ წელიწადშია შესაძლებელი.