19 ივნისი 2026,   10:31
ვრცლად
თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ტრამპს ოვალურ კაბინეტში მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს ეძინა

თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ამერიკის პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს ეძინა.

პრეს-მდივნის თანაშემწის განცხადებით, დონალდ ტრამპი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდა. ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ტრამპს შეხვედრის თვალები დახუჭული აქვს, თავდაპირველად მედიამ გაავრცელა.

დღის ამბები