19 ივნისი 2026,   10:31
ვრცლად
აშშ-ში 40-დღიანი "შათდაუნის" დასასრულებლად პირველი ნაბიჯი გადადგმულია - სენატორებმა კენჭისყრის შედეგად ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს

შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 40-დღიანი "შათდაუნის" დასასრულებლად პირველი ნაბიჯი გადადგმულია - სენატორებმა, კენჭისყრის შედეგად, ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს.

კანონპროექტს ახლა წარმომადგენელთა პალატაში უყრიან კენჭს, საბოლოოდ კი მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

როგორც მედია წერს, პროცესს შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

"რესპუბლიკელების" და "დემოკრატების" ერთობლივ დოკუმენტში გადაჭრილია ჯანდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული უთანხმოება. მასში საუბარია ასევე ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებაზე - მილიონობით ამერიკელისთვის ჯანდაცვის შეღავათების გახანგრძლივების უზრუნველყოფაზე; გათვალისწინებულია "შათდაუნის" დროს სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეების თანამდებობებზე დაბრუნებაც.

დღის ამბები