19 ივნისი 2026,   10:35
ვრცლად
"უკრაინის დროშები ჩეხეთის სახელმწიფო შენობებიდან თანდათან უნდა ჩამოიხსნას" - ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ვიცე-თავმჯდომარე

"უკრაინის დროშები ჩეხეთის სახელმწიფო შენობებიდან თანდათან უნდა ჩამოიხსნას" - ამ განცხადებას ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, "ანოს" ვიცე-თავმჯდომარე აკეთებს.

კარელ ჰავლიჩეკის თქმით, უკრაინის დროშებმა "შეასრულეს თავიანთი ფუნქცია, როგორც სიმბოლომ და სოლიდარობის გამოხატულებამ." პოლიტიკოსი ასევე ამბობს, რომ როდესაც ის მინისტრი გახდება, ვაჭრობის სამინისტროს შენობიდან ევროკავშირის დროშაც ჩამოიხსნება.

რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ახალმა თავმჯდომარემ, ტომიო ოკამურამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშას ხსნიან. საპასუხოდ, დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან უკრაინის სამი დროშა გადმოფინეს.

დღის ამბები