19 ივნისი 2026,   10:31
ვრცლად
ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უარყო ყველა წინადადება, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ ე.წ. სტამბოლის კონვენციიდან გასვლის შეჩერებას ეხება

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უარყო ყველა წინადადება, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ ე.წ. სტამბოლის კონვენციიდან გასვლის შეჩერებას ეხება. კანონპროექტის საბოლოო მოსმენა დღეს უნდა შედგეს.

ინიციატივა ლატვიის მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" დეპუტატებს ეკუთვნით. მათი მტკიცებით, კონვენცია ქვეყნის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

პარალელურად, კონვენციიდან გასვლის იდეის წინააღმდეგ სეიმის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ამასთან, კონვენციიდან გასვლას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი შეფასებით, ეს იქნება ნაბიჯი აგრესორ სახელმწიფოებთან დაახლოებისკენ.

დღის ამბები