04 აგვისტო 2026,   12:16
ვრცლად
დღეს ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

დღეს ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. თარიღი ქალაქ ფოთის მე-5 -ე საჯარო სკოლის ეზოში აღნიშნეს. სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერითა და ფონდი "ბილივის" ინიციატივით მოზარდებს ტყის ეკოსისტემის შესახებ ეკო-გაკვეთილიც ჩაუტარდათ.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაარსდა.

დღის ამბები