დიდი ოდენობით სახელმწიფოს თანხების მითვისებაზე დაკავებულ ორ პირს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინება. სავარაუდოდ, დღესვე უნდა მოხდეს მათთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდება. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს. ერთ-ერთ დაკავებული "ლაგი კაპიტალის" ამჟამინდელი მფლობელი ბესიკ ბერძენიშვილია.
გამოძიების ინფორმაციით, წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით, მითვისებულია გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მდებარე 30 ბაღისა და 4 სკოლის ასაშენებლად განკუთვნილი თანხა - საუბარია დაახლოებით 9 მილიონზე. დაკავებულებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასაც ედავებიან.