გეკა გელაძემ მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან დეპარტამენტის საქმიანობაზე დეტალური ინფორმაციაა მიიღო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივ რეჟიმში გატარების მნიშვნელობას და ამ მხრივ დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას.
აღინიშნა, რომ უკანონო მიგრაცია არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბის გამოწვევაა, რაც კომპლექსურ მიდგომასა და მასთან ბრძოლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწას საჭიროებს.
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.