"მითების დეტექტორი", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების, ნინო დოლიძისა და ლევან ნატროშვილის შესახებ დამზადებულ "ქარდს" მანიპულაციურს უწოდებს, თავადვე აღიარებს, რომ ორგანიზაციამ პირბადეები ნამდვილად შეიძინა აქციებში რიგით დემონსტრანტად მონაწილე თანამშრომლებისთვისაც
კერძოდ, "მითების დეტექტორი" წერს: "რუსთავი 2-ის საინფორმაციო ბარათი მანიპულაციურია, რადგან მასზე ლევან ნატროშვილის სიტყვები არასრულად არის ციტირებული. სრულ ციტატაში ნატროშვილი აღნიშნავს, რომ პირბადეები შეიძინეს როგორც იმ თანამშრომლებისთვის, ვინც აქციებში რიგით დემონსტრანტად მონაწილეობდა და მათთვის, ვინც მონიტორინგში იყო ჩართული. შესაბამისად, ISFED-ის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განმარტება ურთიერთგამომრიცხავი არ არის."
შესაბამისად, ლევან ნატროშვილის მიერ სოციალურ ქსელში 27 აგვისტოს დაწერილი პოსტით, რომელიც "მითების დეტექტორს" თითქოს მანიპულაციის მხილების მიზნით მოჰყავს, კვლავაც დასტურდება, რომ პირბადეები შეძენილი იყო ISFED -ის იმ თანამშრომლებისთვისაც, ვინც აქციებში რიგით დემონსტრანტად მონაწილეობდა.