07 აგვისტო 2026,   13:16
ვრცლად
კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება

კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური სოფელ მატანში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა - ბეტონის სანიაღვრე არხები და გზის 952 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონული განვითარების ფონდიდან.

პროექტის ღირებულება 690 948 ლარს შეადგენს.

დღის ამბები