24 აგვისტო 2026,   13:09
ვრცლად
"პიტერ, ეს რუსეთია და არა უკრაინა, ვინც ეს ომი დაიწყო და მის დასრულებაზე უარს ამბობს“, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელი კოლეგის ბრალდებას პასუხობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრელი კოლეგის ბრალდებას პასუხობს, რომელმაც უკრაინა ნავთობსადენზე თავდასხმაში დაადანაშაულა. "პიტერ, ეს რუსეთია, და არა უკრაინა, ვინც ეს ომი დაიწყო და მის დასრულებაზე უარს ამბობს“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, უკრაინა წლების განმავლობაში ეუბნებოდა უნგრეთს, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია. მიუხედავად ამისა, სიბიგას თქმით, ბუდაპეშტი ყველაფერს აკეთებდა, რომ შეენარჩუნებინა დამოკიდებულება რუსეთზე, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც კი.

ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად, რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეწყვეტილია. ამასთან, სიიარტომ შეახსენა უკრაინას, რომ უნგრეთი უკრაინის ენერგომომარაგებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

დღის ამბები