24 აგვისტო 2026,   21:41
ვრცლად
დაგეგმეთ ცენტრალური გათბობის, კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემების პროექტირებაა ბუდე პლუსთან ერთად

ბუდე პლუსი საქართველოს ბაზარზე გათბობა-წყალმომარაგების სისტემების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. კომპანიის მიზანია, მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური და საიმედო პროდუქცია შესთავაზოს, რომელიც მათ კომფორტული და უსაფრთხო საცხოვრებელი ან სამუშაო გარემოს შექმნაში დაეხმარებათ.

 ბუდე პლუსის კატალოგი მოიცავს 3000-ზე მეტ სერტიფიცირებულ პროდუქტს მოიცავს, რომელთა შორისაა პრემიუმ ხარისხის გათბობა-გაგრილების სისტემები, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების სისტემები, სატუმბე სადგურები, აუზები და ჰელიოსისტემები.

კომპანია თანამშრომლობს ევროპის წამყვან მწარმოებლებთან ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: იტალია, გერმანია, ბელგია, უნგრეთი, სლოვენია და თურქეთი.

სრული საინჟინრო მომსახურება ერთ სივრცეში

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კონდიცირების, წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემების დაგეგმვა-პროექტირებაა. საპროექტო მიმართულება, რომელიც გამოცდილი ინჟინრებითაა დაკომპლექტებული, ქმნის პროექტებს როგორც კერძო ბინებისა და სახლებისთვის, ისე კომერციული ობიექტებისთვის.

 თანამედროვე პროგრამული მოდულების დახმარებით, მომხმარებელი იღებს დასრულებულ პროექტს, ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით. მომსახურების პაკეტი ასევე მოიცავს დეტალურ კონსულტაციას, პროფესიონალურ მონტაჟს, საგარანტიო მომსახურებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

 ფილიალებისა და საწყობების ფართო ქსელის მეშვეობით „ბუდე პლუსი“ უზრუნველყოფს პროდუქციის ოპერატიულ მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კორპორატიული კლიენტებისთვის შემუშავებულია სპეციალური შეთავაზებები, რაც კვალიფიციურ საინჟინრო კონსულტაციას, სწრაფ მიწოდებასა და გადახდის მოქნილ პირობებს გულისხმობს.  მუდმივი მომხმარებლებისთვის კი ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, ახალი პროდუქციის შესახებ პრეზენტაციები, პროფესიული განვითარების წამახალისებელი სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება.

ამრიგად, „ბუდე პლუსის“ მისიაა, ქვეყანაში ენერგოეფექტური და საიმედო საინჟინრო სისტემები დანერგოს, სპეციალური სწავლებებით მოამზადოს კვალიფიციური კადრები და უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის.

პროფესიონალური საინჟინრო კონსულტაციისა და პროექტზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზების მისაღებად, დაუკავშირდეთ „ბუდე პლუსის“ გუნდს: ტელ:+995 32 219 49 09; ელ-ფოსტა:[email protected].

(R)

 

 

დღის ამბები