აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს დაახლოებით 13.2 მილიონი დოლარის ღირებულების ქალის კონტრაცეპტივების განადგურებას, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულმა არასამთავრობო ჯგუფებმა მათი უფასოდ გაცემა შესთავაზეს. ინფორმაციას CBC ავრცელებს.
მარაგი, რომელიც ჩასახვის საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალებებს მოიცავს, განკუთვნილი იყო დაბალი შემოსავლის მქონე აფრიკის ქვეყნებში "ოჯახის დაგეგმვის" პროგრამებისთვის.
მიუხედავად ამისა, პრეპარატები თვეების განმავლობაში ბელგიის საწყობში ინახებოდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იანვარში, უცხოური დახმარების უმეტესი ნაწილი გაყინა.
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა საერთაშორისო რეპროდუქციული ჯანმრთელობის ორგანიზაციამ, MSI Reproductive Choices-მა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს მასალების აღება და უფასოდ დარიგება შესთავაზა მათთვის, ვისაც ეს პრეპარატები ესაჭიროებათ, თუმცა ეს შეთავაზება არ მიიღეს.
"ეს ჩემთვის მკაფიო სიგნალია, რომ ეს იდეოლოგიური პოზიციაა", - განაცხადა MSI-ის დირექტორმა, სარა შოუმ. აღსანიშნავია, რომ მარაგი, რომელიც 9.7 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული, ადრე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკუთვნოდა(USAID), რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა.