რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დღეს, ფოთში, საბა ასლამაზაშვილის სპექტაკლით "ანას მომენტი" დასრულდა.
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებებს, 7 დღის განმავლობაში, სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები მასპინძლობდნენ.
მასში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსახიობები მონაწილეობდნენ.
რეგიონული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 10 წელზე მეტია, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.