ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ მზადაა, დაამტკიცოს პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, თუ შესაბამის დადგენილებას მისი მთავრობა მიიღებს.
"ჩვენ ამ რთულ საკითხს 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან ვიხილავთ. ახლა მე ვხედავ, რომ სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ფინეთმა საკუთარი არჩევანი უნდა დააფიქსიროს", - თქვა ფინეთის პრეზიდენტმა.