25 აგვისტო 2026,   11:31
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციაზე უარი, როგორც შანტაჟის კლასიკური მეთოდი - მმართველი პარტია ვარაუდობს, რომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები გახშირდება

მმართველი პარტია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე უარს შანტაჟის კლასიკურ მეთოდად აღიქვამს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქვეყნის ომში ჩართვის სურვილია.

მმართველი ძალის განცხადებები ოპოზიციისთვის საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. ხელისუფლების ოპონენტები გამორიცხავენ, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი ჰქონდეს.

უვიზო მიმოსვლის საკითხი რომ არცერთი კანონის მოქმედებასთან კავშირში არ არის, ეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუასვილმა კიდევ ერთხელ განმარტა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ბოლო დროს პარლამენტის მიერ მიღებული კანონებისა და ვიზალიბერალიზაციის დაკავშირება თვითნებობაა.

პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ერთადერთი, რისთვისაც უვიზო მიმოსვლის საკითხს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ, პოლიტიკური ზეწოლაა.

მმართველი პარტია ვარაუდობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები გახშირდება.

დღის ამბები