10 აგვისტო 2026,   10:16
ვრცლად
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათიოვე ცნობით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე საათის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო.

დღის ამბები