"ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან არჩევნების ბოიკოტირება, მგონი, პირიქით - სასარგებლოც კია ჩვენი საზოგადოებისთვის," - ეს განცხადება ოპოზიციასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა გააკეთა.
"რა ბოიკოტირებაზე ლაპარაკობს ძალა, რომელმაც ამდენი წელი ასეთ უბედურებაში ამყოფა საკუთარი სამშობლო? ჩვენ ვიხილეთ საგამოძიებო კომისიაზე მისული ადამიანების გამოკითხვები, ათიათასობით გამწარებული და ცხოვრებადანგრეული ოჯახების მდგომარეობა და ეს ძალა, დღეს, თითქოს, რაღაც ბოიკოტირებას აცხადებს არჩევნების. ვფიქრობ, პირიქით - ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან კარგი და პოზიტიური ნაბიჯი იქნება," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.