23 აგვისტო 2026,   11:30
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტრო: "სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას; ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად"

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-მა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყების მიერ გამოგზავნილ პასუხს უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას.

ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

 

დღის ამბები