24 აგვისტო 2026,   10:38
ვრცლად
საზოგადოებისადმი პროკურატურის ღიაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩემი გენერალური პროკურორობის პერიოდში - გიორგი გვარაკიძე

83 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ის პოსტს 6 წლის ვადით დაიკავებს. კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა, გიორგი გვარაკიძეს დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 

კენჭისყრის შემდეგ ახალმა გენპროკურორმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მან საკუთარ გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

"საზოგადოებისადმი პროკურატურის ღიაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩემი გენერალური პროკურორობის პერიოდში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს ყველა იმ საქმესა და გარემოებაზე, რასაც პროკურატურა აკეთებს.

შეძლება, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე რაღაც დეტალები ვერ გახმოვანდეს, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს კონკრეტული სისხლის სამართლის პროცესისთვის, თუმცა პერიოდულად, მასმედიის საშუალებით, ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, საზოგადოებასა და ჟურნალისტებს მიეწოდებათ ინფორმაცია ჩვენ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ", - აცხადებს საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები