15 სექტემბერი 2026,   14:40
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

პარტია "ლელოს" ოფისში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და პარტიის ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პარტიის ოფისში მივიდნენ და იქ შსს-ის თანამშრომლების გამოჩენას ელოდებოდნენ.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, პოლიციამ 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა როგორც მამუკა ხაზარაძეს, ისე ბადრი ჯაფარიძეს.

"ლელოს" ოფისში იმყოფებიან როგორც "ლელოს", ისე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

დღის ამბები