
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 790.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.3 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 595.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 14.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7 195.6 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მაისში 4 600.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტია.
"ექსპორტი არის ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე, 580 მილიონი დოლარი. ეს მაისის თვის ახალი ისტორიული მაქსიმუმია და კარგად აჩვენებს ეკონომიკური ზრდის პროცესებს საქართველოში. იზრდება ექსპორტი, იზრდება ეკონომიკა და ჩვენ ძლიერ შედეგებს ველოდებით წლის ბოლოსთვისაც," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა.