ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
პირველ ადგილზე თბილისის 64-ე საჯარო სკოლა გავიდა, მეორე საპრიზო ადგილი თბილისის N161 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამეზე კი ფოთის N1 საჯარო სკოლაა.
პროექტის ფინალური თამაში სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ შედგა. მასში საერთო ჯამში 58-ი საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილებზე გასული სკოლების მოსწავლეები. დარიგდა საჩუქრებიც.