25 აგვისტო 2026,   04:10
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა. საუბარი საქართველოს მთავრობასა და UNDP-ის შორის არსებული 30 წლიან, მჭიდრო პარტნიორობასა და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებს შეეხებოდა.

აქცენტი გაკეთდა რეგიონში ქვეყნის როლზე, "შუა დერეფნის" პოტენციალსა და მის მზარდ მნიშვნელობაზე. აღინიშნა საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების მხარდაჭერის პროცესში გაერო-ს განვითარების პროგრამის ჩართულობის მნიშვნელობაც.

დღის ამბები