21 ივნისი 2026,   09:40
ვრცლად
რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ პოლიტიკიდან მიდის

კალინ ჯორჯესკუ პოლიტიკიდან მიდის. რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა.

როგორც უკვე ყოფილმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, გადაწყვიტა შეწყვიტოს საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად მონაწილეობა და არ გეგმავს პოლიტიკური ძალის შექმნას.

რუმინეთში 2024 წლის ნოემბრის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუსეთის ჩარევის საფუძვლით გააუქმა.

დღის ამბები