25 აგვისტო 2026,   13:05
ვრცლად
სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოს სამსახურში - დამოუკიდებლობის დღეს, ღვთისა და ერის წინაშე, ფიცი 700-მდე რეკრუტმა დადო

დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო დროშა დედაქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა.

სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოს სამსახურში - დღეს, ღვთისა და ერის წინაშე, ფიცი 700-მდე რეკრუტმა დადო. მათი უმრავლესობა თავდაცვის ძალებს საკუთარი სურვილით შეუერთდა.

ოცნება ასეულობით წვევამდელმა აისრულა - დამოუკიდებლობის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური ნაწილი დედაქალაქსა და 5 ისტორიულ ადგილზე გაიმართა.

აღლუმი და სამხედრო ფიცი უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველად ჩაიბარა.

დამოუკიდებლობის დღეს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირი სამხედროების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მთელმა საქართველომ მიაგო.

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წაიკითხეს ჯარისკაცის მრწამსიც და კიდევ ერთხელ დადეს პირობა, რომ სამშობლოს დაიცავენ.

ღონისძიების დასასრულს დედაქალაქის ცაზე საქართველოს დროშები გამოჩნდა. სადემონსტრაციო გადაფრენა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 13-მა საფრენმა აპარატმა შეასრულა.

დღის ამბები