მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროკავშირში ახალი "ციფრული სერვისების შესახებ" კანონზე შეშფოთება გამოთქვა, ევროპარლამენტში ევრო დეპუტატებისა და ექსპერტების მონაწილეობით დისკუსია შედგა.
ევროპარლამენტარმა სტეფან ბარტულიცამ განაცხადა, რომ "სიძულვილის ენა," რომლის მართვასაც პოლიტიკოსები ახალი კანონით ცდილობენ, შეუძლებელია სამართლებრივ ენად მიიჩნეოდეს.
"ბრიუსელში მყოფ ბევრ ადამიანს აქვს ტოტალიტარული იმპულსი, რომლებიც უბრალოდ ელოდებიან სიტყვის ცენზურას, სიტყვის, რომელიც მათ არ მოსწონთ," - განაცხადა ევრო დეპუტატმა.