21 ივნისი 2026,   12:31
ვრცლად
პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე ღიად გამოხატა პუტინთან შეხვედრის სურვილი, ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს - მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა შეხვედრაზე, რომელიც ტრამპსა და პუტინს შორის უნდა შედგეს. მარკო რუბიოს განცხადებით, შტატების 47-ე პრეზიდენტი მზადაა კრემლის ლიდერთან შეხვედრა უმოკლეს ვადაში გაიმართოს. პირისპირ კომუნიკაციამდე, მზადდება სატელეფონო საუბარი.

გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი.

"პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე ღიად გამოხატა პუტინთან შეხვედრის სურვილი, ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დაგეგმილია, ადგილისა და თარიღის შერჩევის თვალსაზრისით, მაგრამ პრეზიდენტს სურს ამის გაკეთება. მას სურს, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. რუსულმა მხარემ ასევე გამოხატა მზადყოფნა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამიტომ ახლა საქმე ეხება ყველას ერთად შეკრებას და იმის განსაზღვრას, თუ სად და როდის გაიმართება ეს პრეზიდენტების პირისპირ კომუნიკაცია", - განაცხადა მარკო რუბიომ.

დღის ამბები