23 აგვისტო 2026,   11:31
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ბექა მამარდაშვილი დანიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ბექა მამარდაშვილი დანიშნა.
 
მამარდაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა და პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგინა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.
 
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ წევრები: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
 
სპეციალურმა კომისიამ მუშაობა კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარმართა და ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა კანონმდებლობის შესაბამისად სამ კანდიდატს შორის შეარჩია.

დღის ამბები