23 აგვისტო 2026,   11:33
ვრცლად
8 მაისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 8 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი რაიონებისა და ქუჩების მიხედვით ასეთია:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების X, Xა Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ჭოჭუას, ხევძმარის და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გოთუას, გაგარინის, შარტავას, ფანჯიკიძის, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის და ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IV, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ლესელიძის, ხიზანიშვილის, ხერგიანის, ვეკუას, მამკოდის, შენგელაიას, მორეტის და ქურდაძის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები