აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან შეხვედრებს მართავს.
ლევან მგალობლიშვილი ქუთაისში, სამედიცინო ცენტრ "დიომედი პლიუსში" იმყოფებოდა - შეხვდა პერსონალს, ისაუბრა გეგმების შესახებ. ასევე, ექიმებს "დიომედის" კლინიკების ახალი დირექტორი, ნათია ფარცვანია წარუდგინა.
ამას გარდა, ლევან მგალობლიშვილმა კლინიკის ღვაწლმოსილი ექიმი ნინო ქასრაშვილი, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.