24 აგვისტო 2026,   10:57
ვრცლად
"საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გერმანიასთან შედარება უბრალოდ არაადეკვატურია" - ირაკლი ფავლენიშვილი

ბერლინის გადაწყვეტილება, რომელმაც პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

სადაზვერვო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიის კონსტიტუციური წყობის დაცვაზე, აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი "ინტენსიური და ყოვლისმომცველი" მოკვლევის შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება სააგენტოს საშუალებას აძლევს, უკეთ გააკონტროლოს პარტია, რომელმაც ბუნდესტაგის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.

მმართველ გუნდში ამ საკითხის შეფასებისას, კვლავ ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. ოპოზიციაში კი, საქართველოსა და გერმანიის მდგომარეობის შედარებას, არაადეკვატურს უწოდებენ:

"საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გერმანიასთან შედარება უბრალოდ არაადეკვატურია. ქვეყნებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ხომ უნდა შეიძლებოდეს. ის ქვეყანა არის დასავლური დემოკრატიის ერთ-ერთი ბურჯი", - აღნიშნავს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ პროპაგანდისთვის რაღაცების ერთმანეთთან შედარება მარტივია:

"ეჭვი არის, რომ ამ კონკრეტული პარტიის განცხადებები ეწინააღმდეგება გერმანიის კონსტიტუციას, მე არ ვიცი გერმანული დაზვერვის ანგარიში. პროპაგანდისთვის მარტივია რაღაცა რაღაცას მიადარო. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ვიღაცამ ვიღაცის გაუქმებაზე ისაუბროს, უნდა იყოს კონსტიტუციის მიხედვით შექმნილი საგამოძიებო კომისია და აუცილებელია ნახევარი მაინც იყოს ოპოზიცია", - აცხადებს ”სტრატეგის აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები