24 აგვისტო 2026,   14:17
ვრცლად
"გუშინწინ ამბობდნენ, რომ ჩინეთი არის უკუსვლა საქართველოსთვის, დღეს თვითონ გარბიან იქ სავაჭრო ურთიერთობებისთვის ,სამსახურისთვის, ბიზნესის ასაწყობად და ა.შ." - გურამ მაჭარაშვილი

მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დავით დოიაშვილმა ქალაქ შანხაის თეატრთან კონტრაქტი გააფორმა და მუშაობას ჩინეთში გააგრძელებს.

ამ საკითხს ეხმაურება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი. გურამ მაჭარაშვილი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ხელისუფლების ოპონენტების და მათი მხარდამჭერების დღის წესრიგია, როდესაც ისინი ერთის მხრივ, ჩინეთთან ურთიერთობებს საქართველოს უკუსვლას უწოდებენ, თავად კი ამ ქვეყანაში სამსახურისთვის და ბიზნესის ასაწყობად ჩადიან.

"არა მარტო დოიაშვილი, "ნაცმოძრაობის" ძალიან ბევრი ადამიანი ჩინეთშიც დადის, იქ სავაჭრო ურთიერთობებიც გააჩნიათ. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ორმაგი სტანდარტები არის დღის წესრიგი "ნაცმოძრაობის" და მათი მხარდამჭერების. გუშინწინ ამბობდნენ, რომ ჩინეთი არის უკუსვლა საქართველოსთვის, დღეს თვითონ გარბიან იქ სავაჭრო ურთიერთობებისთვის სამსახურისთვის, ბიზნესის ასაწყობად და ა.შ.

ეს არ ეხება მხოლოდ აქაურ აგენტურას, ეს ეხება იგივე ევროკავშირის ბიუროკრატიას, რომელიც თვითონ ხშირად ჩადის ჩინეთში და ეუბნება ჩინეთის ხელისუფლებას, რომ ევროკავშირმა უნდა განაზოგადოს და მასშტაბები გაზარდოს, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობების", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

დღის ამბები