კანის კინოფესტივალის დაწყებამდე დარჩენილი დღეების ათვლა დაწყებულია.
მრავალწლიანი და მრავალფეროვანი ისტორიის მანძილზე ეს პრეცედენტია, როდესაც კანის ფესტივალმა ერთის ნაცვლად ორი ოფიციალური პოსტერი წარადგინა. კლოდ ლელუშის " ქალი და მამაკაცი", 60-იანი წლების საკულტო ფილმი - მთავარ როლებში ანუკ ემე და ჟან ლუი ტრენტინიანი . კანის კინოფესტივალის ორივე ოფიციალური პოსტერი მათ ეძღვნებათ და ფესტივალის სახეებიც ისინი იქნებიან.
კანის 78-ე ფესტივალი კინომოყვარულებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ 1966 ,,ქალი და მამაკაცი” კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო "ოქროს პალმის" რტოს მფლობელი გახდა. პრემიერიდან 1 წლის შემდეგ კი ფილმი ოსკარზეც წარადგინეს. ამერიკელი კინოაკადემიის ჯილდო კლოდ ლელუშის კინოსურათმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის და ორიგინალური სცენარისთვის დაიმსახურა.
წელს ოქროს პალმის რტოსთვის სულ 19 ფილმი იბრძოლებს. საფრანგეთის მთავარ ფესტივალზე შედგება არასაკონკურსო, საკონკურსო, ღამის და საპრემიერო ჩვენებებიც. ვარსკვლავური იქნება ჟიურის შემადგენლობაც, რომელსაც ფრანგი ჯულიეტ ბინოში უხელმძღვანელებს.
კინოკრიტიკოსები განსაკუთრებულად ელოდებიან ვეს ანდერსონის კომედიურ დრამა "ფინიკიურ სქემას". სკარლეტ იოჰანსონის, ტომ ჰენკსისა და ბენისიო დელტოროს მონაწილეობით. მდიდარი ბიზნესმენის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. გახდება თუ არა ვეს ანდერსონის ფილმი მთავარი ჯილდოს მფლობელი ეს ფესტივალზე გაირკვევა.
კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო სექციაშია არის ასტერის ბოლო ფილმი "ედინგტონიც". კინოსურათი გვიამბობს "კოვიდ 19-ის" დროს მომხდარი დაპირისპირების შესახებ, შერიფსა და მერს შორის. ფილმი გამორჩეულია ვარსკვლავური შემადგენლობითაც. მასში მონაწილეობ ხუაკინ ფენიქსი, პედრო პასკალი, ემა სტოუნი.
კინოს ელიტა იხილავს კრისტოფერ მაქგუარის ფილმ "შეუსრულებელ მისიას- უკანასკნელ ანგარიშსწორებას", განუმეორებელი ტომ კრუზის მონაწილეობით.
"უმაღლესიდან უმდაბლესამდე" ეს არის კრიმინალურ დრამა, რომელშიც მთავარ როლებს მომღერალი ეისეპ როკი და დენზელ ვოშინგტონი ასრულებენ.
კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიების წამყვანი ფრანგი მსახიობი ლორან ლაფიტი იქნება. ამერიკელი ვარსკვლავის რობერტ დე ნიროს ჯილდოებს კი წელს კიდევ ერთი საპატიო პალმის რტო შეემატება. მსახიობს შესრულებული აქვს როლები ისეთ ფილმებში როგორიცაა: "ტაქსის მძღოლი", "ნათლია", "ბრონქსის ისტორია" და სხვ.
ფრანგული ფესტივალის მთავარი ჯილდოს, ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად ბრძოლა ოფიციალურად 10 დღეში დაიწყება და 24 მაისამდე გაგრძელდება. სხვადასხვა საკონკურსო სექციაში ორმოცდაათ ფილმს აჩვენებენ.ა