სლოვაკეთში, ეთიოპიასა და ირლანდიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შეხვდა. სლოვაკეთში ელჩად კონსტანტინე ქვაჩაკიძე დაინიშნა, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში - გია მაჭარაძე, ხოლო ირლანდიაში - სოფიო ქაცარავა.
ადმინისტრაციის ცნობით პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მისიის დაწყებამდე, ელჩებს უმასპინძლა პრეზიდენტმაც. სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან, საქართველოს ახლად დანიშნულ დიპლომატებთან შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილმა გამართა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად წმინდა საყდართან – დავით მექვაბიშვილი დაინიშნა.