25 აგვისტო 2026,   12:17
ვრცლად
დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით ტაძრებში დილიდან ლიტურგია სრულდება - მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება

დღეს დიდი ხუთშაბათია. ტაძრებში დილიდან ლიტურგია სრულდება. იკითხება 12 გზის სახარება.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფერხთბანვის რიტუალი შეასრულა, მოწაფეები პირველად აზიარა და მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი გასცემდა.

აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან წმინდა მიწაზეც. იერუსალიმში არიან ქართველი პილიგრიმებიც. დღეს აღდგომის ტაძართან მსახურება და ფერხთბანვის წესი იერუსალიმის პატრიარქმა შეასრულა. 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები