24 აგვისტო 2026,   15:07
ვრცლად
ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესის წევრებს შეატყობინა.

საუბარია ჯო ბაიდენის მიერ 2021 წლის 15 აპრილს გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებაზე, რომელიც რუსულ საზიანო საგარეო აქტივობებს უკავშირდება.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საზიანო აქტივებში იგულისხმება, მათ შორის, რუსეთის მცდელობები, ჩაერიოს ამერიკის შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში; მავნე კიბერ აქტივობები; უცხოურ მთავრობებზე გავლენის მოსაპოვებლებად ტრანსნაციონალური კორუფციისთვის ხელის შეწყობა და გამოყენება; აღინიშნება, რომ ეს ყველაფერი უჩვეულო და ექსტრაორდინარულ საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საგარეო პოლიტიკისთვისა და ეკონომიკისთვის.

დღის ამბები