23 აგვისტო 2026,   11:31
ვრცლად
უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია, საქართველო თავისუფალი იქნება, და ჩვენ შევხვდებით რუსთაველის გამზირზე ნანას, ეკას, გივისა და გიორგისთან ერთად - ჩვენ შევჭამთ ხინკალს, აჭარულ ხაჭაპურს, დავლევთ საფერავს კახეთიდან - გონჩარენკო

ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, საქართველოში დემოკრატიას. მათ აქვთ თავისუფლების უფლება, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ალექსეი გონჩარენკომ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

მისი განმარტებით, საქართველოს აქვს უფლება, იყოს დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო.

"ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, საქართველოში დემოკრატიას. მათ აქვთ თავისუფლების უფლება. მათ აქვთ უფლება, იყვნენ დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო. დედამ ერთხელ მითხრა, რომ ყოველთვის ვიცოდი, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, მაგრამ არასდროს მეგონა, რომ ამას ჩემი თვალით ვნახავდი. ისევე, როგორც 1989 წელს ქართველებს არ ერწმუნათ, რომ ორწელიწად-ნახევარში საბჭოთა კავშირი გაქრებოდა. იგივე მოხდება ახლა. უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია, საქართველო თავისუფალი იქნება, და ჩვენ შევხვდებით რუსთაველის გამზირზე ნანას, ეკას, გივისა და გიორგისთან ერთად. ჩვენ შევჭამთ ხინკალს, აჭარულ ხაჭაპურს. დავლევთ საფერავს კახეთიდან. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ თბილისი ევროკავშირის ერთ-ერთი დედაქალაქია", - განაცხადა გონჩარენკომ.

დღის ამბები