დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მდიდარ უცხოელებს "ოქროს ბარათებს" მიყიდის, რომლის ღირებულება 5 მილიონი დოლარი იქნება. ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს აჩვენა ბარათი, რომელზეც თავადაა გამოსახული.
"იცით, ეს რის ბარათია? ეს არის ოქროს ბარათი, ტრამპის ბარათი. 5 მილიონ დოლარად, ეს შეიძლება თქვენი იყოს", - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ბარათების გაყიდვა ორ კვირაში დაიწყება.
"ოქროს ბარათების" გაყიდვა ტრამპმა ინაუგურაციიდან მალევე დააანონსა.
"ვაპირებთ, გავყიდოთ ოქროს ბარათი. მწვანე ბარათი გაქვს. ეს არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ, ამ ბარათს ფასი, დაახლოებით, 5 მილიონი დოლარი დავადოთ. ეს მოგცემთ მწვანე ბარათის პრივილეგიებს, გარდა ამისა, ეს იქნება გზა მოქალაქეობისკენ. ამ ბარათის შეძენით, ჩვენს ქვეყანაში მდიდარი ადამიანები შემოვლენ", - განაცხადა ტრამპმა.