ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სხვა ქვეყნებისთვის დაწესებულ ტარიფებს ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან. იტალიის პრეზიდენტის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა დაწესებული ტარიფების გასაუქმებლად მოლაპარაკებების გზით უნდა იბრძოლონ და არა საპასუხო ტარიფების შემოღებით.
განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, ევროკომისია ახლა საპასუხო რეაქციას განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები 10%-იდან 49%-მდე მერყეობს. იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები შეეხება საქართველოსაც, ქვეყანას მინიმალური, საბაზისო, 10%-იანი გადასახადის გადახდა მოუწევს.