შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლება კვლავ შიდა საქმეებში, გარე ძალების ჩარევის ნიშნებზე საუბრობს.
"დღეს საქართველოში არანაირი კრიზისი არ არის, არ ვიცი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ ის პირები, ვინც უშუალოდ აძლევენ დავალებებს მათ - ამ შემთხვევაში, მხედველობაში მყავს "დიფ სთეითი" და მისი წარმომადგენლები, რას გულისხმობენ კრიზისში. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს, არანაირი ნიშნები პოლიტიკური კრიზისისა ქვეყანაში არ არის.
გვყავს ოპოზიცია, რომელიც სრულად გაიძარცვა, მას აღარ დარჩა ამომრჩეველი და ამაზე მეტყველებს ასევე ის, თუ რა ტიპის პროტესტს ვხედავთ ყოველ საღამოს, რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ამაზე ჩვენი პარტიის და ამომრჩევლის პოზიცია არის მყარი, რომ არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება,"- აცხადებს აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია.