22 ივნისი 2026,   05:48
ვრცლად
Financial Times: ჯორჯია მელონი გამოვიდა ინიციატივით, რომ NATO-ს მე-5 მუხლი, ალიანსში გაწევრიანების გარეშე უკრაინაზეც გავრცელდეს

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი გამოვიდა ინიციატივით, რომ NATO-ს მე-5 მუხლი უკრაინაზეც გავრცელდეს ალიანსში გაწევრიანების გარეშე, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უკრაინაზე NATO-ს მე-5 მუხლის გავრცელება იქნება სტაბილური, გრძელვადიანი და ეფექტური უსაფრთხოების გარანტი, ვიდრე სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება ცეცხლის წყვეტის შემდეგ.

ჯორჯია მელონიმ ასევე გამორიცხა იტალიის ჯარების მონაწილეობა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში და აღნიშნა, რომ ევროპული, ფრანგული ან ბრიტანულის ჯარების განლაგება ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. მისივე განცხადებით, გაკვირვებულია აღნიშნული ინიციატივის წარდგენით.

დღის ამბები