22 ივნისი 2026,   10:41
ვრცლად
დონალდ ტრამპსა და ჯასტინ ტრიუდოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრიუდოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაცია ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

პირველ პოსტში ტრამპი წერს, რომ მას ტრიუდომ დაურეკა, მხარეებმა ერთმანეთისთვის დაწესებულ ტარიფებზე ისაუბრეს. ტრამპმა კანადის პრემიერს უთხრა, რომ მისი ქვეყნის საზღვრიდან ამერიკაში სინთეტიკური ნარკოტიკი ფენტანილი ხვდება. მეორე პოსტში კი ტრამპი ტრიუდოს კანადის გუბერნატორს უწოდებს და ამბობს, რომ მას სუსტი სასაზღვრო პოლიტიკა აქვს, რის გამოც ამერიკაში ფენტანილი შედის.

დღის ამბები