22 ივნისი 2026,   04:24
ვრცლად
"აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეჩერებულა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეჩერებულა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკიმ არც ჰუმანიტარული დახმარების შეჩერება დაადასტურა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპს აქვს რეალური შანსი დაასრულოს ომი. თუმცა, ამის განხორციელება მხოლოდ უკრაინის ჩართულობითაა შესაძლებელი. სხვანაირად არ გამოვა. მსოფლიოში ძალიან ბევრია ისეთი ინსტიტუტი, რომლებსაც აშშ ეხმარება. ამჯერად მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ შეჩერებულა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ შტატები 90 დღე დაფინანსებას აჩერებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინა აშშ-გან სამხედრო დახმარების 40 %-ს იღებს.

დღის ამბები