უკრაინაში ფრონტის ხაზი უცვლელია. ყველაზე რთული ვითარება ისევ პოკროვსკშია.
2 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის იერიშს სუმის ოლქში. ოკუპანტები, დრონებით, თავს დაესხნენ მიკოლაივის ოლქსაც. განადგურდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. დაშავდა 2 ადამიანი.
დაიბომბა სოფლები ხარკოვის ოლქშიც.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ზელენსკიმ მოუწოდა ევროპას, ჩამოყალიბდეს როგორც ძლიერი, გლობალური მოთამაშე. მისივე თქმით, ევროპას უნდა შეეძლოს მშვიდობის უზრუნველყოფა.