22 ივნისი 2026,   03:01
ვრცლად
ღაზაში რამდენიმედღიანი სიმშვიდის პარალელურად, ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ოპერაციას განაგრძობს

ღაზაში რამდენიმედღიანი სიმშვიდის პარალელურად, ისრაელი სამხედრო ოპერაციას განაგრძობს დასავლეთ სანაპიროზე. ქალაქ ჯენინში ცახალმა კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო. საჰაერო იერიშის შედეგად, დაღუპულია 8 პალესტინელი. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედროები, პოლიციისა და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები. ჩატარებულ ოპერაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა "მასშტაბური და მნიშვნელოვანი" უწოდა.

ამავე დროს, ცნობილ ხდება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური პოსტს ტოვებს.

ჰერცი ჰალევის განმარტებით, მიზეზი 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის დროს გამოვლენილი უსაფრთხოების ხარვეზებია. ვინ დაიკავებს მის ადგილს, ჯერ უცნობია.

პარალელურად, ინციდენტი მოხდა თელ-ავივში დღის ბოლოს. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა. თავდამსხმელი, რომლის ლიკვიდაციაც ადგილზე მოხდა, 29 წლის მაროკოს მოქალაქეა აღმოჩნდა - ის ისრაელში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები