25 აგვისტო 2026,   12:07
ვრცლად
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

მათივე ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ111-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

საავტომობილო გზის კმ1-კმ93 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

დღის ამბები