25 აგვისტო 2026,   12:16
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა დღეს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მათგან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები