დედაქალაქი ახალი წლის დადგომისთვის ემზადება. თბილისის მთავარ ქუჩებზე უკვე დაიწყო საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარე ნაძვის ხესთან ერთად დეკემბერს შუა რიცხვებში საზეიმოდ აინთება.
ილუმინაციები და კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა. გასულ ღამით საახალწლო განათებები მელიქიშვილის გამზირზე დამონტაჟდა