საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის თავდასხმებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 79 პალესტინელი ემსხვერპლა, დაშავდა 77.
იერიშები ღაზის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ანკლავში კვლავ მძიმეა ჰუმანიტარული მდგომარეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისრაელი დათანხმდა შეზღუდულ ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა ღაზის სექტორში 640 000 ბავშვს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდეს.
3 დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება ყოველდღე, დილის ექვსიდან სამ საათამდე. ჯანმომ, ღაზაში, ბოლო 25 წლის განმავლობაში პოლიომელიტის პირველი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა.